Thursday, July 3, 2014

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილი - საქართველოს დაცული ტერიტორიები
1.გაკვეთილის თემა
საქართველოს დაცული ტერიტორიები
2.სწავლების საფეხური / დისციპლინა
საგნის დასახელება
დაწყებითი მე-5 კლასი

3.ინტეგრირებული საგნები
ისტორია (მასწ. ნ.კვარაცხელია)
ისტ.-ის (მასწ. ნ. საღინაძე)
4.მოსწავლეთა რაოდენობა
30
5.განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
6.აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ბუნების რამოდენიმე დაცულ ტერიტორიასა და იშვიათ მცენარეებს, ისტ-ის გამოყენებით ნახავენ ლაგოდეხის ნაკრძალის საბავშვო შემეცნებითი მარშრუტის საექსკურსიო ობიექტებს.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციები რომელთა დანიშნულებაა მათ მიერ საკუთარი ცოდნის შეფასება, ახალი მასალის ათვისება და ტრანსფერული უნარების განვითარება.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
     ისტორია.
მოსწავლეს შეუძლია:
ა) განასხვავოს სახელმწიფო ნაკრძალი ეროვნული პარკისაგან.
ბ) ადრეული ასაკიდან ისწავლოს თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარი ქვეყნის ბუნებას.
გ) გაიგოს თუ რა გავლენას ახდენს ბუნების მრავალფეროვნება ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ყოფაზე.
     ისტ-ის გამოყენებით გაეცნობიან იმ სიახლეებს რომლების დაინერგა 2014 წლის ზაფხულის სეზონიდან.
     მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება. ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
8. თანმიმდევრობა
შესავალი : 1 წთ
    გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი კლასს აცნობს ახალი გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა და შეფასების ფორმებს.
A ფაზა (გამოწვევა)
I : აქტივობა : პრეზენტაცია - 8 წუთი
მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეებს სთავაზობს პრეზენტაციას. იგი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და დაასახელონ მათთვის ნაცნობი მასალა: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, რა განაპირობებს ბუნების მრავალფეროვნებას, რა ქმნის ასევე საქართველოს ჰავას, რომელ ზღვასთან აქვს გასასვლელი, რომელ ორ ქვეყანას აკავშირებს დარიალის ხეობა.
B ფაზა (ცოდნის კონსტრუირება)
II აქტივობა : მოდი ვივარჯიშოთ - 3 წთ.
   მოსწავლეები კომპიუტერის ეკრანზე მასწავლებლის მეთვალყურეობით დამოუკიდებლად შეასრულებენ დავალებას. ამ დავალების ძირითადი დანიშნულებაა არსებული მასალის გააზრება და ათვისება.
III აქტივობა - 5 წუთი - კომპიუტერის გამოყენებით „ლაგოდეხის ნაკრძალის“ მოძიება/გაცნობა.
IV აქტივობა - 3 წუთი - კომპიუტერის გამოყენებით მოგზაურობა ლაგოდეხის ნაკრძალის საბავშვო შემეცნებით მარშრუტზე.
   გაჩერება I – „აიწონა დაიწონა“ ამ გაჩერების მიზანია მოსწავლეებმა შეამოწმონ თავიანთი ფიზიკური
შესაძლებლობები - ვინ უფრო დიდ ხანს გაძლებს.
V აქტივობა - 3 წუთი - მოსწავლეები მოგზაურობენ ლაგოდეხის ნაკრძალში.
გაჩერება II – „ხის ასაკი“ - ამ გაჩერებაზე მოსწავლეები დათვლიან ხის განაჭერზე წრიულ ზოლებს და ამ მეთოდით დაადგენენ ხის ასაკს.
VI აქტივობა - 2 წუთი - აბა სცადე გადათვლის შემდეგ გაიგო რამდენი წლის იყო ეს ხე როდესაც შენ დაიბადე
VII აქტივობა - „ტყის ტელეფონი“
გაჩერება III- მოსწავლეები ეცნობიანვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას „ხეები არა მარტო წყას ატარებენ, მათ ხმის გადაცემაც შეუძლიათ“  
C ფაზა (გამთლიანება/რეფლექსია)
VIII აქტივობა : 10 წუთი - მასწავლებელი ახდენს შესრულებული სამუშაოს შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს გამოკითხვას (რა ვისწავლეთ, რა ვიცოდით, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება)
შევაჯამებთ მიღებულ ცოდნას და ვივარჯიშებთ.
  საშინაო დავალება - 2 წთ.
მასწავლებელი აძლევს კლასს საშინაო დავალებას. მოსწავლეებმა კომპიუტერის საშუალებით უნდა მონახონ მსგავსი მასალა და შეადგინონ ახალი მარშრუტი.
9.შეფასება
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი ისევე განმავითარებელი შეფასებით. შეფასდება კლასში ჩართულობა, საკლასო დავალებები, არგუმენტირებული მსჯელობა, აზრის ლაკონურად ჩამოყალიბება და კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
10.საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი:
ინფორმაციის წყარო - მე-5 კლასის სახელმძღვანელო.


განმსაზღვრელ-განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
სუსტი - 1-5
საშუალო - 6-7
მაღალი - 8-10
გონებრივი იერიში
არასრულყოფილად პასუხობს, არაადეკვატურად იყენებს ტერმინებს და აღნიშვნებს, ვერ აღიქვამს შეკითხვის შინაარს
აღიქვამს კითხვის შინაარს, პასუხი ძირითადად სწორია, შეიცავს მცირე ხარვეზებს
კითხვებს აღიქვამს სწორად და თანმიმდევრულად. სრულყოფილად პასუხობს ისტორიულ ტერმინებს, სწორად მსჯელობს და აკეთებს ლოგიკურ ანალიზს
კომპიუტერთან მუშაობა
არასრულყოფილად იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს
იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს მასწავლებლის დახმარებით
საინფორმაციო ტექნოლოგიებს იყენებს მიზანმიმართულად, გამართულად მუშაობს მასთან
პრეზენტაცია დაფასთან
ვერ არჩევს და ვერ იყენებს გზებს და მეთოდებს პრეზენტაციისთვის, მიზანი არ არის მიღწეული და მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
აღიქვამს დავალების შინაარს, ირჩევს მსჯელობის დასაბუთებულ ხერხებს, ამახინჯებს ტერმინებს, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მასალის გადმოსაცემად ირჩევს ოპტიმალურ ხერხს და სრულყოფილად ახდენს მის რეალიზებას, იყენებს ისტორიულ ტერმინებს და დასკვნებს, მიზანი მიღწეულია სრულყოფილად


No comments:

Post a Comment